გამომცემლობა “პედაგოგიკის” წიგნების ავტორები არიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სერტიფიცირებული მასწავლებლები:
გ.სოხაძე

თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი


​ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი,

ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 200-მდე ნაშრომის ავტორი, მათ შორის 150 სამეცნიერო სტატიისა და 20 წიგნის. მონაწილეობდა 90 სამეცნიერო ფორუმში, მათემატიკოსთა და სტატისტიკოსთა მსოფლიო კონგრესებში.