ავტორი:ირინა რუხაძე
დასახელება:ჩემი წიგნი რიცხვებისა და ფიგურების შესახებ
სახეობა:4-5 წელი
გვერდ.რაოდ.:36
ISBN:978-99928-11-82-5
ფასი:5 ლარი

წიგნის დანიშნულებაა, განუვითაროს 4-5 წლის ბავშვს მათემატიკური წარმოდგენები, გააცნოს მას მათემატიკური ცნებები
და პროცედურები - რაოდენობა, თვლა, გეომეტრიული ფიგურები, სიდიდეების შედარება და ა. შ.

 

როგორ ვიმუშავოთ წიგნზე? დავათვალიეროთ ბავშვთან ერთად წიგნის ილუსტრაციები, წავუკითხოთ მას დავალება, მოვისმინოთ მისი მოსაზრეები და ერთად გადავჭრათ პრობლემა. წიგნში მითითებული აქტივობების შესასრულებლად, ბავშვს ხშირად უნდა გამოიყენოს ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, ზოგჯერ კი მაკრატელი და წებო. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია უფროსის დახმარება. გავითვალისწინოთ, გამოსაჭრელი მასალა წიგნში მოთავსებულია ბოლო გვერდებზე.

 

შევეცადოთ, მეცადინეობები იყოს საინტერესო, სახალისო, თამაშის ბუნებრივი გაგრძელება. ეს წარმატების აუცილებელი პირობაა. პარალელურად, სასურველია, გამოვიყენოთ სათამაშოები, ყოფითი საგნები და შევასრულოთ წიგნში მოცემული ანალოგიური აქტივობები.

 

მეცადინეობები უმჯობესია ჩავატაროთ კვირაში ერთხელ და ერთჯერზე განვიხილოთ წიგნის ერთი გვერდი. თუმცა, შესაძლებელია წიგნის გამოყენების სხვა ვარიანტებიც.

 

წლის განმავლობაში სულ გათვალისწინებულია 30 მეცადინეობა. მეცადინეობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს.

 

წიგნი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საბავშვო ბაღში მცირე ჯგუფებში მუშაობისას (ჯგუფში 5 - 7 ბავშვი), ასევე სახლის პირობებში.

 

წიგნი უმჯობესია იყოს აღმზრდელთან ან მშობელთან.