გამომცემლობის წიგნებს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონული წიგნების საიტზე: www.saba.com.ge

როგორ ვისარგებლოთ ელექტრონული წიგნების სახლით? (იხ. ელექტრონული წიგნების “საბას” საიტი)
  

ელექტრონული წიგნების სახლში “საბა” შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენი ფეისბუქის სახელითა და პაროლით, ან გაიაროთ ავტორიზაციისა და რეგისტრაციის პროცედურები, რის შემდეგაც გაიხსნება თქვენი ვირტუალური ბიბლიოთეკა.


თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი წიგნები ნებისმიერი ბანკის VISA ან MasterCard საერთაშორისო პლასტიკური ბარათით.
 

სანამ სასურველ წიგნს შეიძენთ, “საბა” საშუალებას გაძლევთ უფასოდ წაიკითხოთ წიგნის ფრაგმენტი და არჩევანი გააკეთოთ ჩამოტვირთვების რაოდენობის, სხვა მკითხველების რეცენზიებისა თუ კომენტარების საფუძველზე.შეძენილი წიგნი ავტომატურად მოთავსდება თქვენს ბიბლიოთეკაში, ვირტუალურ “თაროზე”.

 

როგორ წავიკითხოთ ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული წიგნები ინტერნეტის გარეშე?

 

ჩამოტვირთეთ Saba Reader App Store-იდან და Google Play მარკეტებიდან უფასოდ და საკუთარი პაროლის საშუალებით, თქვენ შეძლებთ ესტუმროთ თქვენს ბიბლიოთეკას ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი iPad, iPod Touch, iPhone, Android მოწყობილობით და ჩამოტვირთოთ საკუთარ თაროზე განთავსებული წიგნები, შემდეგში ინტერნეტის გარეშე წასაკითხად.Saba Reader საშუალებას გაძლევთ მოინიშნოთ თქვენთვის საყვარელი ციტატები და დაურთოთ კომენტარები.თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი ან რეცენზია ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ და შეაფასოთ წიგნები ხუთვარსკვლავიანი სარეიტინგო სისტემით.

 

გაითვალისწინეთ რომ, მომხმარებელს არ შეუძლია დააკოპიროს და გაავრცელოს შეძენილი წიგნი (გარდა Kindle, Sonny Reader და Nook-ისთვის განკუთვნილი წიგნებისა). საიტზე განთავსებული ლიტერატურა დაცულია, შეზღუდულია წიგნის კოპირების საშუალებები. ასევე შეუძლებელია ერთი და იგივე მომხმარებლის სახელითა და პაროლით ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერიდან თუ iPad და iPhone მოწყობილობიდან კითხვა.

სერია "ჩემი წიგნი რიცხვებისა და ფიგურების შესახებ" დაეხმარება სკოლამდელი ასაკის
ბავშვებს, წარმატებით შეისწავლონ მა...

როგორ ვისარგებლოთ ელექტრონული წიგნების სახლით? (იხ. ელექტრონული წიგნების “საბას” საიტი)
 ...

გამომცემლობა “პედაგოგიკა” აცხადებს კონკურსს საჯარო და კერძო სკოლების იმ მასწავლებლებისათვის, რომლები...